დღეს საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები პრესკონფერენციას გამართავენ

06.09.24 10:17
დღეს საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები პრესკონფერენციას გამართავენ

საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დღეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 

"ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, ჩავატაროთ კამპანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და სოლიდარობა გამოუვუცხადოთ სამოქალაქო საზოგადოებას", - წერდა დებორა დიურინგი X-ზე.

საელჩოს ცნობით, პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: დებორა დიურინგი (კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტი (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტე (თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდი (სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD).

დელეგაცია თბილისში 4 სექტემბერს ჩამოვიდა.