დაიწყებს თუ არა გამოძიებას კოკა კაციტაძის უწყება ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე?
დაიწყებს თუ არა გამოძიებას კოკა კაციტაძის უწყება ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე? ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი და ენმ-ს საკრებულოს წევრის უფლებადამცველი არიან შესულები. ამ წუთებში ირაკლი ეძგვერაძე კოკა კაციტაძის უწყებას ჩვენებას აძლევს.
"პირველების" ინფორმაციით, ოპოზიციონერს იდენტიფიცირებული ჰყავს ის სამართალდამცველები, ვინც, მისი მტკიცებით საკუთარ ავტოფარეხში დაზიანებები მიაყენეს.
კოკა კაციტაძის უწყების გამომძიებელი ამბობს, რომ თავად იზოლატორიდან შევიდა უწყებაში შეტყობინება, რომ დაკავებული ეძგვერაძე დაზიანებებით ჰყავდათ მოთავსებული და სწორედ ამის შემდეგ მიიღეს იზოლატორიში მისვლის გადაწყვეტილება.
"გუშინ შემოვიდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შსს-ს იზოლატორიდან შეტყობინება ირაკლი ეძგვერაძის დაზიანებით შესახლების თაობაზე. აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, გუშინვე შევხდი ხსენებულ პიროვნებას, თუმცა მან რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა. დღეს უკვე მის ადვოკატთან ერთად შევხდები. მივიღებთ მისგან ინფორმაციას, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი შეფასებას მისცემს ჩვენი სამსახური. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის, პირველ რიგში უდნა შევხდეთ დაკავებულს და მისგან მივიღოთ ინფორმაცია", - განაცხადა კაციტაძის უწყების გამომძიებელმა.
ირაკლი ეძგვერაძის თქმით კი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს შეტყობინება, რადგან საჯაროდ არის სახეზე მტკიცებულებები.
40 საათია უკვე გასული და გამოძიებას მაინც ვერ იწყებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ეტყობა ელდოება ვიღაცისგან პასუხს, დაიწყოს თუ არა გამოძიება, რადგან როდესაც საჯაროდ არის კადრები, როდესაც საჯაროდ არის ინფორმაცია, დარღვეულია კანონი და ამას არღვევს პოლიციის თანამშრომელი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, რომ მყისიერად დაიწყოს გამოძიება. დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა განაცხადა, რომ თურმე დღესაც ვერ იწყებს გამოძიებას და ირაკლისთან სურს გასაუბრება. რა თქმა უნდა, ირაკლი მოუყვება ყველაფერს და ეტყვის სიმართლეს", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა მის მიმართა ძალას გადაამეტეს. ადვოკატის თქმით, ოპოზიციონერს ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები ახლაც ეტყობა.
შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გუშინწინ, გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.