ოპოზიციის თქმით, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე პაპუაშვილმა და საქართველოს მთავრობამ უარი თქვა

06.09.24 12:11
ოპოზიციის თქმით, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე პაპუაშვილმა და საქართველოს მთავრობამ უარი თქვა

გერმანიის ბუნდესტაგის საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშილმა შეხვედრაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია დელეგაციასთან შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა გამოიტანეს. არსებული ინფორმაციით, საგანგებო მისიით თბილისში ჩამოსული პოლიტიკოსები პარლამენტის თავმჯდომარემ მოუცლელობის გამო არ მიიღო.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ოპოზიცია ამბობს, რომ რომ გერმანელ პოლიტიკოსებს აუდიენციაზე უარი მთავრობის წევრებმაც უთხრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა.

დახურულ კარს მიღმა, სადაც გერმანელ პოლიტიკოსებს ოპოზიციიის ლიდერები ესაუბრებოდნენ,  საუბრის თემა საქართველოს ევროპული მომავალი და მოახლოებული გადამწყვეტი არჩევნები იყო. 

ჩვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის, რომ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი არ შეხვდა გერმანელ კოლეგებს. ეს ცალსახად იმის ნიშანია, რომ ავლენენ უპატივცემულობას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ევროპელი კოლეგები არიან ქართველი ხალხის გვერდით. დღეს იყო შეხვედრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "ოცნება" ძალიან დაკავებულია საქმეებით და ამათთვის ვერ მოიცალეს. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მხარდაჭერა და მოსალოდნელი არჩევნები", - განაცხადა "ერთიანობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო როდესაც პარტნიოორებისგან გაიგეს, რომ გერმანიის დელეგაციას ხელისუფლებიდან არავინ შეხვდათ.

ყველაზე საშინელი ამ პროცესში ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა მათთან შეხვედრაზე, უარი თქვა ამ შეხვედრაზე პარლამენტის სპიკერმა. თურმე არ სცალიათ, როდესაც ასეთი მარალი რანგის სტუმრები არიან ქვეყანაში. ძალიან რთულია იმის მოსმენა, როცა პარტნიორები ამბობენ, რომ ხელისუფლებიდან არავინ შეხვდათ", - ამბობს ხათუნა სამნიძე.