პირი, რომელიც ჟურნალისტს ემუქრება, სასამართლომ გირაოთი გამოუშვა
პირი, რომელიც ჟურნალისტს ემუქრება, სასამართლომ გირაოთი გამოუშვა - ამის შესახებ ჟურნალისტი თიკო ფეიქრიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს და მომდარი ინციდენტის შესახებ დეტალებს ასაჯაროებს.
თიკო ფეიქრიშვილის ცნობით, შემთხვევა 4 სექტემბერს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც დილის 9 საათზე ძაღლის გასეირნების პარალელურად მასთან უცნობი პირი მივიდა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა.
"სერიოზული მუქარა, გაწევა, ძაღლს წიხლი და ამბავი იყო" - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ფაქტი ახლომდებარე მაღაზიასთან დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა.
წარმოუდგენელი ამბავია ჩემს თავს. 2 დღის წინ ვიღაც ტიპი დამადგა, ჩემი სახლის ეზოში ძაღლს რომ ვასეირნებდი და მითხრა: 18 წლის წინ მანქანა რომ მოგპარეს, მაგის გამო მე მომისაჯეს 26 წელიო, ( მე მანქანა კი მომპარეს მაშინ მაგარმ ამ ტიპს აღმოჩნდა ჯგუფურ დანაშაულზე, ტაქსის გატაცებაზე, ტიპების დაყაჩაღებაზე ქონდა მისჯილი, და ჩემს მანქნაზეც როგორც ჩანს) მოკლედ მიცნო თიკო რომ ვარ და დილის 9 საათზე ჩემს სახლთან სერიოზული მუქარა, გაწევა, ძაღლს წიხლი და ამბავი იყო. ყველაფერი მაღაზიის კამერაზე ჩანს თან. რაღაცნაირად გამოვიქეცი.
ჟურნალისტის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა მოქალაქე დააკავეს, თუმცა პირი, რომელიც სამჯერ ნასამართლევია, სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
მერე პოლიციამ ეს ტიპი დააკავა, პროკურატურამ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა და სასამართლომ გამოუშვა ხალხო, გამოუშვა, ჩემგან 100 მეტრში მცხოვრები ტიპი, მინიმუმ 3 ჯერ ნასამართლევი. და მე რა უნდა ვქნა ეხლა ქალაქი დავტოვო, ქვეყანა თუ თავშესაფარში გადავიდე. რასაც დღესვე სახელმწიფო მთავაზობს. ან ძველ ბიჭებს მივაკითხო საქმე მომიგვარონ?", - წერს თიკო ფეიქრიშვილი.