სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მორიგი თაღლითური ქოლცენტრი აღმოაჩინა

06.09.24 20:54
სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მორიგი თაღლითური ქოლცენტრი აღმოაჩინა

 

 

სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - პროკურატურა ამტკიცებს, რომ კაზინოს ყოფილ შენობაში თაღლითური ქოლ ცენტრი მუშაობდა. ვის ეკუთვნის დღეს დასახლებული კომპანია "მორგან ლიმითედი"? საჯარო რეესტრის მონაცემებით, დირექტორიც და მფლობელიც უკრაინის მოქალაქე - ნატალია პლუ-ტენკოა. პლუტენკო დააკავეს, მისი პროცესი კი ახლა მიმდინარეობს. 

პროკურატურის მტკიცებით,  ქოლ ცენტრის ერთ-ერთი მფლობელის საბანკო მონცემების დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ თანხა მას დავით კეზერაშვილის ანგარიშზე აქვს ჩარიცხული. თავად კეზერაშვილი კი ამბობს, რომ ეს აბსურდია და პროკურატურამ შურისძიება დაიწყო, რადგან რამდენიმე კვირის წინ ამერიკის სენატმა სწორედ "ქართული ოცნება" ამხილა თაღლითური ქოლ ცენტრებიდან მიღებული მილიონებით ოპოზიციის წინააღდეგ ბრძოლაში.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.