სისხლიანი ანგარიშსწორება კუს ტბაზე - ღამის წვეულებაზე კაცი დაჭრეს
სისხლიანი ანგარიშსწორება კუს ტბაზე - კლუბ Monkey-ში ღამის წვეულებაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც "პირველებს" ადგილზე უყვებიან, ღამის კლუბის სტუმარი თავს მომსახურე პერსონალს, მომარაგების სამსახურის თანამშრომელს დაესხა, მას დანით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრამდე იყო კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირებაც.
დაჭრილი კაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის უკვე კლინიკიდან სახლშიც გაწერეს.
რაც შეეხება გაქცეულ, სავარაუდო დამნაშავეს, "პირველების" ინფრომაციით, სამართალდამცველებს ის უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს და მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია.
"დანით არის დაჭრილი, მაგრამ დიდი ჭრილობა არ აქვსო, ასე თქვეს აქ. გარეთ ტერიტორიაზე პოლიცია სულ არის, მაგრამ შიგნით მოხდა, შიგნით დაცვა იყო"- ამბობს მაღაზიის გამყიდველი.
კლუბში საგამოძებო მოქმედებები მთელი ღარმის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქმეზე გამოძიება, 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ, მსუბუქად დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.