"ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის მონაწილე ადამიანები სამსახურიდან გაუშვეს

07.09.24 13:54
"ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის მონაწილე ადამიანები სამსახურიდან გაუშვეს

"ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის მონაწილე ადამიანები სამსახურიდან გაუშვეს. სამ დასაქმებულს უფროსის ბრძანება უკვე ჩააბარეს და სამივე მათგანს ერთი და იგივე მიზეზი დაუსახელეს.

სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ მათ შინაგანაწესი დაარღვიეს და კომპანიის საქმიანობა შეაფერხეს. გათავისუფლებულები ფაქტს პირად შურისძიებად აფასებენ.

ჭიათურის მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ კომპანიიდან კადრების უეცარი გაშვება სწორედ აქციებს უკავშირდება, რომელიც დაახლოებით 180 დღეა რაც მიმდინარეობს. 

მითხრა, რომ გათავისუფლებული ხარ სამუშაოდან და არც ავანსი დაგაერიცხება და არც ხელფასიო. მიზეზი ის იყო, რომ კარავში ვიდექი ამ ბიჭებთან ერთად, გამოვხატავდი პროტესტს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დამეტოვებინა კარავი და გავსულიყავი ამ ხალხიდან. იქამდე, სანამ ჩვენს მისაღწევს არ მივიღებთ, მანამდე პროტესტს ვერ შევწყვეტთ. პირი აქვს ამოკერილი სამს, ორი ისე შიმშილობს. უკიდურეს მდგომარეობაში ვართ. 6 თვე გვიხდება და კაციშვილი არ გვკითხულობს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.