ზუგდიდში შენობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

07.09.24 13:53
ზუგდიდში შენობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

ზუგდიდში შენობიდან მუშა გადმოვარდა - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, კაცი შენობის გარე ფასადზე მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და მერვე სართულიდან გადმოვარდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქე, 30 წლამდე კაცია. ზუგდიდის მაცხოვრებლების ცნობით, ადგილზე სამუშაოებს უცხოური კომპანია ასრულებდა.

ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების სააგენტომ გამოაცხადა.

შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.