11 სექტემბრიდან შუქრუთელების უწყვეტი პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლებს

07.09.24 14:28
11 სექტემბრიდან შუქრუთელების უწყვეტი პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლებს

11 სექტემბრიდან, შუქრუთელების უწყვეტი პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლებს - ამის შესახებ პროტესტის ავანგარდში მყოფმა მოქალაქეებმა დღეს, 7 სექტემბერს განაცხადეს.

11 სექტემბერს, 19:00 საათზე შუქრუთელები კომპანია "ჯორჯია მანგანეზს" სამუშაოების გამო დანგრეული სახლებისთვის კომპენსაციას უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან მოსთხოვენ.

ცნობისთვის, "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი დაახლოებით 180 დღეა რაც მიმდინარეობს. აქციის ხუთმა მონაწილემ პირი ამოიკერა, 6 მოქალაქე კი შიმშილობს.

მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც დღეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.