ვაკის პარკში საქართველოს ნაკრების ქომაგები იკრიბებიან

07.09.24 18:50
ვაკის პარკში საქართველოს ნაკრების ქომაგები იკრიბებიან

 

ვაკის პარკში საქართველოს ნაკრების ქომაგები იკრიბებიან. გულშემატკივრები რამდენიმე წუთში მიხეილ მესხის სტადიონისკენ მსვლელობით დაიძრებიან და ასე ერთიანობით უგულშემატკივრებენ ეროვნულ ნაკრებს. 

დიდი საფეხბურთო მღელვარება პიკს აღწევს - ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი თამაშისთვის ემზადება. 

დღეს, საქართველო-ჩეხეთის მატჩი ზუსტად 20:00 საათზე დაიწყება. 

თამაშის დაწყებამდე, ქართველი ოლიმპილები და პარალიმპიელები მესხის სტადიონზე ქართველი გულშემატკივარის წინაშე წარსდგებიან. ღონისძიება 19:45 საათზე დაიწყება.