სამეგრელოში აქტივისტებს მანქანა დაუზიანეს
"აირჩიე ევროპას" აქტივისტებს მანქანა დაუზიანეს - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს.
შემთხვევა სამეგრელოში მაშინ მოხდა, როცა სტუდენტური მოძრაობა ამომრჩეველს ხვდებოდა.
ნიკო მანაგაძე მომხდარს ხელისუფლებას უკავშირებს:
რეგიონებში ვართ წამოსული სტუდენტური მოძრაობიდან, როგორც იცით, ხალხთან შესახვედრად.
ასე გათენდა დილა - რეჟიმის ნაბიჭვრებმა მანქანა გადაგვიღებეს.
სუ რო შუაზე გაიხეთ, 26 ოქტომბერს მაინც გააჯვამთ!!!"- წერს აქტივისტი.