გვამი დამწვარია, ხელები მოჭრილი მოჭრილი აქვს - რა მოხდა მარნეულში
მარნეულის სოფელ აზიზქენდში ნაპოვნ ცხედარს ხელები მოჭრილი აქვს - ინფორმაციას "ტვ პირველს" 43 წლის კაცის ნათესავები აწვდიან.
ირკვევა, რომ გარდაცვლილი ავტომობილის ხელოსანი იყო და სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი კვალი 3 დღის წინ იკარგება. ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი სახლში სავარაუდოდ ფულს ინახავდა.
ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ კაცი ნაწამებია:
ის არის წამებით მოკლული, მას ხელები მოჭრილი ჰქონდა. რანაირად არის თავისით გარდაცვლილი?! დამწვარია გვამი. ჯერ ექსპერტიზაზეა არ მოუყვანიათ. 3 დღე დაკარგული იყო, სახლში მარტო ცხოვრობდა.
სახლში შუქები და ტელევიზორი ჩართული ჰქონდა დატოვებული. ეს რომ შევამჩნიეთ ნათესავებმა ძებნა დავიწყეთ. ბოლოს, პოლიციამ ამ მდგომარეობაში იპოვა. ხელოსანი კაცი იყო, ფულიც ჰქონდა.
არსებობს ვერსია, რომ ვიღაცამ გაიყვანა სახლიდან. მაგიდაზე აღმოჩენილია საჭმელი ვახშმობდა. ის ამ დროს არის გაყვანილი სახლიდან"- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TVPIRVELI.GE-ს განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.