განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თუ სუიციდი? - მარნეულში კაცის ცხედარი იპოვეს
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თუ სუიციდი? - პოლიცია ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს რა ვითარებაში გარდაიცვალა 54 წლის მამაკაცი მარნეულში.
დასახიჩრებული ცხედარი მწყემსმა იპოვა, ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ხელები არ ჰქონდა, სხეული დამწვარი იყო. შემთხვევის ადგილზე იპოვეს ბენზინის ბოთლი. ახლა ექსპერტიზამ უნდა თქვას - მანქანის ხელოსანს ცხოველმა მოაჭამა ზედა კიდურები თუ მამაკაცი ჯერ აწამეს და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს.