წყალში ჩაძირული სახლები - კოკინაკის დასახლებაში უმძიმესი მდგომარეობაა
საძირკველ გამოცლილი სახლები, დაბზარული კედლები და ტალახით სავსე ეზოები. თბილისში კოკინაკის დასახლებაში უმძიმესი მდგომარეობაა. გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას მოსახლეობა წლებია აპროტესტებს. მიმართეს მერიას და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ითხოვეს, მაგრამ ყველა თხოვნა კალაძის უწყებამ უყურადღებოდ დატოვა.
ამას ემატება მთავარი საფრთხე - ადგილობრივებს აქვთ ეჭვი, რომ მათ საცხოვრებელ ზონაში მეწყრული პროცესებია დაწყებული.