დაპირისპირება მშენებლობის გამო - ყაზბეგის 32 ნომერში ხმაურია

10.09.24 11:14
დაპირისპირება მშენებლობის გამო - ყაზბეგის 32 ნომერში ხმაურია

 

 

ხმაური და დაპირისპირება თბილისში, ყაზბეგის 32 ნომერში - ხალხი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ამბობენ, რომ კომპანია "სქაი რეზიდენსი " იქ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს. 

კომპანიას ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შეჰყავს, რასაც დიდი პროტესტი მოყვა, ვითარება რამდენჯერმე იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ბეტონის მანქანებს სამუშაოების შესრულების უფლებას არ აძლევენ, ერთ-ერთი ქალი მძიმე ტექნიკის წინ დაწვა და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი. 

ყაზბეგის 32 ნომერის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ  მშენებლობა მათ საცხოვრებელ კორპუსებს ნგრევის საფრთხეს უქმნის. 

მათივე თქმით, თავადპირველი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე თავდაპირველად 5-სართულიანი შენობა უნდა აშნებულიყო, თუმცა "საქი რეზიდენსი", 10-სართულიანი შენობის აშენებას გაგმავს. 

ადგილზე შეკრებილებს კითხვები კახა კალაძესთანაც აქვს. ისინი ეჭვობენ, რომ თბილისის მერია მათ დოკუმენტებს უბლოკავს, რადგან მოსახლეობამ სამართლებრივი დავა არ დაიწყოს. 

მერიას მივმართეთ არაერთხელ, თუმცა თბილისის მერია გვიბლოკავს საბუთებს, რომ ჩვენ კანონიერად მოვიქცეთ, წავიღოთ სასამართლოში საბუთები და ვაწარმოოთ წყნარად, მშვიდად პროცესი.

რაც შეეხება მშენებლობას, ჯერ კიდევ შარშან, ზაფხულში, აქ იყო ულამაზესი ბაღი, ოცდაშვიდი ჯანმრთელი ხე, ამისი დამადასტურებელი ვიდეო გვაქვს, ფოტოები გვაქვს, როგორ დააწვინეს ამხელა ხეები, მოჭრეს. ხმა არ ამოგვიღია, ბიზნესისთვის ხელი არ შეგვიშლია, ერთადერთი, ჩვენ ხმაური მას შემდეგ დავიწყეთ, რაც მივხვდით, რომ ვინგრეოდით - სახლში გაჩნდა ბზარები, კორპუსი გადაიხრა ოცდაცამეტი სანტიმეტრით, შემდეგ გვქონდა ურთიერთობა ანუ კომუნიკაცია ინჟინერ-ექსპერტებთან და დაადასტურეს, რომ აქ ხდება წყლის გადინება, რადგან დარღვევით იქნა პროექტი გადაკეთებული, რამაც, რაზედაც მერიამ მოაწერა ხელი, დართო ნება, ამოიღეს ქვაბული, რომელიც არაფრით არ შეიძლებოდა. ეს პროექტი უნდა ყოფილიყო შხიმინჯებზე და უნდა დამდგარიყო მხოლოდ და მხოლოდ, მაქსიმუმ, ხუთ სართულიანი შენობა. ახლა გადააკეთეს პროექტი, ამოიღეს ქვაბული, ექვს მეტრზე არის ქვაბული ამოღებული, აქ უნდათ საპარკინგე ადგილის მოწყობა და ზემოდან თერთმეტი სართულის დადგმა, რომელიც ჩვენ გვიქმნის საფრთხეს, ჩვენი კორპუსი დაინგრევა, რადგან კორპუსი თვითონ არის არასტანდარტული, იმისი, ფორმის. ეს ჩაბარდა ორიათას თორმეტ წელს, ახალი კორპუსი არის. მანამდე, აი, მშენებლობამდე არანაირი პრობლემა, არ მიგვიმართავს პრობლემით, არც მერიისთვის და არც. წყლის ტუმბვა გრძელდება დღემდე, რაც გვაცლის ჩვენ წყალს და გვანგრევს"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.