რუსული კანონის გამო, სეისმური მონიტორინგის ცენტრს დახურვა ემუქრება? - რა საფრთხეებზე საუბრობენ გეოლოგები
რუსული კანონის მძიმე შედეგი - სეისმური მონიტორინგის ცენტრს დახურვის საფრთხის წინაშე დადგა? - კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც შტატები საქართველოში სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის დაფინანსებას აჩერებს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გოდოლაძე "პირველებს" პირდაპირ უთხრა, რომ დაფინანსების გარეშე ცენტრი დეგრადაციისკენ წავა და უახლოეს პერიოდში შეიძლება დაიხუროს კიდეც.
გოდოლაძის განცხადებით სახელმწიფო დაფინანსება ცენტრისთვის იმდენად მცირეა, რომ ელემენტარული ნივთების - კაბელებისა და მზის პანელის ყიდვაც კი არ არის შესაძლებელი.
აშშ-ს დახმარების წილი არის უზომო, განუსაზღვრელი, შეუფასებელი - ამბობს გეოლოგი.
2017-2018 წლიდან ჩვენ, ამერიკის სახელმწიფომ, ჩვენმა კოლეგებმა, პროექტების გავლით, სამეცნიერო პროექტებისთის, ქსელის მოდერნიზაციისა და ჩვენი დახმარებისთვის დაახლოებით მილიონნახევრიანი ინვესტიცია ჩადეს, რაც მაგალითად აისახა აპარატურის შესყიდვისას და ა.შ. მთავარი, ეს არის საკადრო პოლიტიკა, რომელშიც აშშ-ს დახმარების წილი არის უზომო, განუსაზღვრელი, შეუფასებელი. ქართული დაფინანსება, ეს ძირითადად მოდის, ეს არის ხელფასები, რომელიც არ არის საკმარისი, რადგან დაახლოებით 80 კაცი ვართ და ეს ციფრიც დინამიურია, იცვლება. დაახლოებით 24 ათასი ლარი გვრჩება ყოველთვიურად ამ 24 ათასიდან 500 ლარზე მეტფასიანი ნივთი არ შეგვიძლია რომ ვიყიდოთ, მაგალითად კაბელი თუ დაგვჭირდა, მზის პანელი თუ დაგვჭირდა. ვერ მოვუვლით ელემენტარულად ხომ ქსელს. გაგვიჭირდება, თანდათან ეს ყველაფერი დეგრადაციისკენ წავა და ერთ დღეს გამოვაცხადებთ, რომ ვეღარ ვაკეთებთ საქმეს. ასე თუ წავიდა კი, დავუხუებით", - ამობს თეა გოდოლაძე.
შტატები საქართველოში სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის დაფინანსებას აჩერებს.
დაპაუზებულია და გაურკვეველი დროით დაბლოკილია პროგრამა, რომლითაც ჩვენს ქვეყანაში სეისმური სადგურები შეიქმნა და რომლითაც მიწისძვრის ეპიცენტრის ან მოსალოდნელი სტიქიის განსაზღვრა იყო შესაძლებელი.
სადგურების მოვლასა და უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ ფულს ცენტრი იმ 95 მილიონიანი ტრანშიდან იღებდა, რომლითაც საქართველოს ამერიკის მთავრობა წლების განმავლობაში აფინანსებდა.