საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტი - სასაზღვრო პოლიციამ 2 პირი დააკავა

10.09.24 11:55
საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტი - სასაზღვრო პოლიციამ 2 პირი დააკავა

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტი - სასაზღვრო პოლიციამ "სარფის” დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, სხვადასხვა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის” დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1992 წ. დაბადებული რ.ს და 1998 წ. დაბადებული მ.ი.  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, სხვადასხვა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს", - წერია უწყების განცხადებაში.