15 წლის გოგო, რომელიც დედოფლისწყაროში, ხელოვნურ ტბაში შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა
15 წლის გოგო, რომელიც დედოფლისწყაროში, ხელოვნურ ტბაში შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას "დედოფლისწყაროს ახალი ამბები" ავრცელებს.
ექიმები მოზარდის სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა რამდენიმედღიანი მკურნალობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახენებთ, რომ 21 აგვისტოს მოზარდი საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ ის თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.