კახეთში, სარწყავ არხში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო

10.09.24 13:38
კახეთში, სარწყავ არხში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო

კახეთში, სარწყავ არხში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 24 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად არხში ბანაობდა.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა ძლიერმა დინებამ გაიტაცა.

გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ცნობისთვის, ბოლო 3 წელში წყალში დახრჩობის შედეგად 173 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 25 არასრულწლოვანი.

  • 2022 წელი - 58 შემთხვევა (8 არასრულწლოვანი)
  • 2023 წელი - 74 შემთხვევა (13 არასრულწლოვანი)
  • 2024 წლის 19 აგვისტომდე - 41 შემთხვევა (4 არასრულწლოვანი)

აღნიშნული მონაცემები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად გაავრცელა.