"დანაშაულს ნაწილობრივ ვაღიარებ" - შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა სასამართლოში დუმილი დაარღვია
10 წლის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა კაცმა დუმილი დაარღვია - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დარბაზში 66 წლის პენსიონერმა მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, რომ თავს ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნობს.
"ნაწილობრივ ვცნობ თავს დამნაშავედ... ძალადობის ნაწილში", - თქვა ბრალდებულმა სხდომაზე.
ზუგდიდის რაიონულ სასმართლოში პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება, თუმცა არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სხდომა დაიხურა. მეტი დეტალი კი სასამართლოს დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
66 წლის კაცის წინააღმდეგ საქმეში შემზარავი ჩვენება დევს. ბრალდებულის 10 წლის შვილიშვილი ამტკიცებს, რომ ბაბუა მასზე თვეების განმავლობაში სექსულურად ძალადობდა და თუ ვინმეს რამეს ეტყოდა, მკვლელობით ემუქრებოდა. დაკავებულ პენსიონერს უვადო პატიმრობა ემქურება.