“სოლიდარობა შუქრუთს“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შუქრუთელები თბილისში, პარლამენტის წინ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის შედეგად, სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
ვითხოვთ, სახელმწიფო ჩაერიოს ამ პრობლემის გადაჭრაში, რომ არ დავრჩეთ საქართველოში ლტოლვილებად, არ ჩამოგვენგრეს თავზე სალოცავები, მიცვალებულთა საფლავები და ოჯახები. ყველა მხრიდან იგნორი გვაქვს. იქამდე გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ სამართალი არ აღდგება. ჩვენ მარტო სახლები კი არ გვენგრევა, მორალურადაც ვზიანდებით. ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას", — აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ისინი მთელ საქართველოს სთხოვენ გვერდში დგომას, რათა ყველას დაუმტკიცონ თავიანთი სიმართლე.