"პირველების" ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს

18.09.24 21:56
"პირველების" ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს

"პირველების" წყაროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია 28 წლის ბექა ჯაიანს ეძბს. 

ჯაიანი "პირველების" წყაროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი ბარის თანამშრომელია. 

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა. 

დიდ დიღომში, მკვლელობის ადგილზე მისული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი "პირველებს" უდასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობაში ბრალდებული იდენთიფიცირებული ჰყავს. 

"აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე", - თქვა თეიმურაზ კუპატაძემ მედიასთან. 

„ვმუშაობთ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიცია მუშაობს. აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე“, - განაცხადა კუპატაძემ.

"პირველების" კითხვაზე, იცის თუ არა პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, კუპატაძემ უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით“.

  • თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დაახლოებით ერთი საათის წინ მოკლეს.
  • მსახიობის ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს. 
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები