საქართველოს კლინიკებში მოთავსებული კოვიდპაციენტების 95% აუცრელია

17.08.21 11:42
საქართველოს კლინიკებში მოთავსებული კოვიდპაციენტების 95% აუცრელია

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 7 000 კოვიდპაციენტების უმრავლესობას, 95%-ს, არ აქვს გაკეთებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა. 

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოხვედრილთაგან 2,85%-ია ერთი დოზით აცრილი, ხოლო 2,13% - ორი დოზით.