თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება, 15 სექტემბრისთვის სწავლის დაწყებაზე რეკომენდაციას ვერ გავცემთ - გამყრელიძე

17.08.21 12:12
თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება, 15 სექტემბრისთვის სწავლის დაწყებაზე რეკომენდაციას ვერ გავცემთ - გამყრელიძე

15 სექტემბრისთვის ამ ტიპის ეპიდსიტუაცია თუ იქნება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს - ამის შესახებ განცხადება ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. 

მისი თქმით, სწავლის განახლების რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბლა იქნება.

ჩვენ ველოდებით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ, აცრების ინტენსიფიკაციამ, სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ პროცენტს დაბლა, დღეს გვაქვს დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.