უყურადღებოდ მიტოვებული 87 წლის კოვიპაციენტი - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში

17.08.21 13:32
უყურადღებოდ მიტოვებული 87 წლის კოვიპაციენტი - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია 87 წლის კოვიდპაციენტის მდგომარეობა, რომელის გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ოჯახის ინფორმაციით, კლინიკამ თავდაპირველად პაციენტი არ მიიღო და მას დერეფანში მოუწია საკაცეზე ყოფნა, რა დროსაც გადმოვარდა და თავის ტრამვა მიიღო.

სასწრაფო ამბობს, რომ მივიყვანეთ ინგოროყვაში და კლინიკა ვალდებული იყო, მიეხედა. ინგოროყვა ამბობს, ჩვენ პაციენტი არ მივიღეთ და გამოიყვანეს და კარიდორში დატოვეს. ადამიანი, რომელიც უპატრონოდ მიატოვეს, გადმოვარდა და თავის დაზიანება მიიღო. არც სასწრაფო და არც საავადმყოფო პასუხისმგებლობას არ იღებს, ესე იგი, დამნაშავე გამოვიდა პაციენტი. - აცხადებს ოჯახის წევრი.

როგორც ირკვევა, რეაგირება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ფეისბუქლაივი ჩართო. მას შემდეგ დაინტერესდა კლინიკა პაციენტის მდგომარეობით.

ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. 86 წლის პაციენტი კი ინგოროყვას ცენტრალურ განყოფილებაში მკურნალობს.