მკვლელობა წინანდალში - ტვ პირველმა მეორე დაკავებულის ვინაობა დაადგინა

17.08.21 15:16
მკვლელობა წინანდალში - ტვ პირველმა მეორე დაკავებულის ვინაობა დაადგინა

ტვ პირველის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს ​ბრალს 2 საათში წარუდგენენ. "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დუმს, ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს მისი უფლებადამცველი მაგდა კოტრიკაძეც. 

ადვოკატმა მედიას უთხრა, რომ ისაუბრებს მაშინ, როცა ამის დრო მოვა. ამის პარალელურად "პირველებმა" კიდევ ერთი დაკავებულის ვინაობა დაადგინა. ზვიადაურების უახლოეს მეგობარს, ჯაბა ჯანგირაშვილს გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

"ტვ პირველი" ჯანგირაშვილის დედას ესაუბრა. ქალი ადასტურებს რომ მისი შვილი ძმებ ზვიადაურებთან მეგობრობს. 

არაფერი ვიცი, ვიცი რომ ზვიადაურები ჩემი შვილის მეგობრები არიან. ავარიით მომიკვდა ერთი შვილი, ახლა ზვიადი მომიკლეს"- აცხადებს დაკავებულის დედა.

ჯანგირაშვილის დედის თქმით, მის შვილს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. 

წინანდალში სისხლიან გარჩევას სამი ადამიანის ნიკა კენჭოშვილის, ვასილ ცოცხალაშვილისა და ზურაბ ზვიადაურის სიციცხლე ემსხვერპლა. 

მსგავსი სიახლეები