სისხლიანი დაპირისპირება წინანდალში - ტვ პირველმა დაჭრილების ვინაობა და სასტიკი მკვლელობის გარემოებები გაარკვია

17.08.21 20:13
სისხლიანი დაპირისპირება წინანდალში - ტვ პირველმა დაჭრილების ვინაობა და სასტიკი მკვლელობის გარემოებები გაარკვია

სისხლიანი დაპირისპირება წინანდალში -  ტვ პირველის ინფორმაციით, 3 ადამიანის მკვლელობით დასრულებულ გარჩევაში 10 მდე პირი მონაწილეობდა. გომელაურის უწყებას კი მხოლოდ ორი ადამიანი ჰყავს დაკავებული.

ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს, 27 წლის  ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. ზვიადაურის მეგობარს, ჯაბა ჯანგირაშვილს, კი - იარაღის დაუდევრად შენახვას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ტვ პირველმა გაარკვია იმ ორი პირის ვინაობაც, რომლებიც ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ. 

ანზორ შამრელაშვილი საავადმყოფოდან რამდენიმე წუთის წინ გამოწერეს, ამ დრომდე საავადმყოფოში  ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება ზვიად მაისურაძე, ორივე პირი გამოძიებისთვის ახლა ოქროს მოწმეა და ისინი უახლოეს დღეებში გამოიკითხებიან.

სისხლიანი გარჩევას კახეთში 3 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა - მოკლულებს  შორის ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის, ძმა, ზვიად ზვიადაურიცაა.

სისხლიანი გარჩევა, სოფელ წინანდალში, მუხიანის ტყეში წინასწარ დაიგეგმა, ზვიადაურის სამეგობრო "პირველებს" უყვება, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ საქმის გასარჩევად ტყეში მუშა აიყვანა, რომლის შესრულებული სამუშაო არ მოეწონა. თუმცა ეს სავარაუდოდ საბაბი იყო და მოკლულ ნიკა კენჭოშვილსა და ზვიად ზვიადაურს დაპირისპირება მანამდეც ჰქონდათ, რადგან ადგილობრივების თქმით, გინების და სროლის ხმა ნახევარი საათის განმვალობაში გრძელდებოდა. 

27 წლის ნიკა კენჭოშვილი მშენებელი იყო, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას კონფლიქტი ვასილ ცოცხალაშვილთან მოუვიდა, რომელსაც კენჭოშვილის მიერ შესრულებული სამუშაო არ მოეწონა და საქმეში მისი მეგობრები ძმები ზვიადაურები ჩართო. ჩნდება კითხვა, საიდან გქონდა ყველა მხარეს, მათ შორის ბეტონის ჩასხმაზე დასაქმებულს იარაღი.

"პირველებმა" დაადგინა, რომ რომ ცუდად აშენებული რეზიდენციების თემაზე დაწყებული ჩხუბისას შემთხვევის ადგილზე ​ძმებ ზვიადაურებთან ერთად, ბიზნესმენი ჯაბა ჯანგირაშვილიც მივიდა, სწორედ ამ დროს ჯანგირაშვილის იარაღიდან ესროლა კენჭოშვილს ვასილ ცოცხალაშვილმა, რასაც კენჭოშვილის საპასუხო გასროლა მოჰყვა - გასროლილმა ტყვიამ ზვიად ზვიადაური და ვასილ ცოცხალაშვილი შეეწირნენ. 

გამოძიების ინფრმაციით,  ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ზურაბ ზვიადაური ნიკა კენჭოშვილს. მას შემდეგ რაც კენჭოშვილმა ჩემპიონის ძმა ჩაცხრილა. 

ზვიადაურები მომხდარზე საუბარს ერიდებიან, მოკლული ვასილ ცოცხლაშვილის ოჯახის წევრები ჰყვებიან რომ ახალგაზრდა კაცი ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და ის ზვიადაურებთან ერთად ღვინის ქარხნის ამუშავებას აპირებდა.

ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ.