უკონტროლო რიგები მეტადონის პროგრამაზე - ბენეფიციარები დახმარებას ითხოვენ

18.08.21 11:06
უკონტროლო რიგები მეტადონის პროგრამაზე - ბენეფიციარები დახმარებას ითხოვენ

კოვიდრეგულაციების უგულებელყოფა და უკონტროლო რიგები დაწესებულებებთან, სადაც ბენეფიციარები  მეტადონით ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობენ - „პირველებმა“ ფაქტის ამსახველი კადრები გადაიღო. ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ ასობით პირს შორის სოციალური დისტანცია დაცული არ არის, კოვიდრეგულაციებს არც ადგილზე მომუშავე მედპერსონალი იცავს. 

ბენეფიციარები ჯანდაცვის სამინისტროს უყუყრადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ. 

დილის 7 საათზე მოვდივარ, რომ იქნებ, რიგში პირველი აღმოვჩნდე, რომ ამ საშინელებაში არ მოვხვდე. ეს არის სადიზმი, სადისტები არ ექცევიან ხალხს ასე. ფეხით დადის ამდენი ხალხი, წარმოიდგინე. გაგვატანონ სახლში, როგორც გვატანდნენ, 5-5 დღე გვატანდნენ, 5 დღისას, - ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი.