აზერბაიჯნაელი ბლოგერის საქმე - ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა

18.08.21 11:44
აზერბაიჯნაელი ბლოგერის საქმე - ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა

აქცია ბერლინში, საქართველოს საელჩოს შენობასთან - შეკრებილებმა თბილისში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბოლგერის საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი იყო, რომელსაც ჰუსეინ ბაკიხანოვის თვითმკვლელობას გამორიცხავს. 

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს  საგამოძიებო უწყებას,  გაასაჯაროვონ იმ  სასტუმროდან ამოღებული კადრები, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. ბაკიხანოვის ახლობლები ასევე ითხოვენ, რომ ქართულმა მხარემ მისცეს ნება დამოუკიდებელ ჯგუფს, შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმის გარემოებები. 

აქციის დროს, ბაკიხანოვის ფოტოებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქრავას, სურათებიც. სწორედ ამ ფორმით გააპროტესტეს რეჟიმი, რომელიც მათი შეფასებით დღეს ავტორიტარულია. 

აზერბაიჯანელი ბლოგერის ცხედარი თბილისში, 14 ივლისს, სასტუმრო ,,რუმსთან" ნახეს.