თავდასხმა „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე - დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს

18.08.21 13:15
თავდასხმა „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე - დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს

თავდასხმა „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე - შემთხვევა ურეკში, პოლიციის განყოფილების წინ მოხდა. „პირველების“ ინფორმაციით, ობიექტზე დასაქმებულებს თავს რამდენიმე ახალგაზრდა დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.  დაზიანებულია სალარო აპარატურაც.

არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს ავტომობილში საწვავის უფასოდ ჩასხმა სურდათ, თუმცა უარის შემდეგ მათ "გალფის" თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. 

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა პოლიციის შენობის წინ მოხდა, შსს-მ დამნაშავეების დაკავება ამ დრომდე ვერ მოახერხა.