არ იყო აცრილი... მდგომარეობა დამძიმდა - ექიმის პირველი კომენტარი ორსულის გარდაცვალებაზე

18.08.21 13:16
არ იყო აცრილი... მდგომარეობა დამძიმდა - ექიმის პირველი კომენტარი  ორსულის გარდაცვალებაზე

ბოკერიას სახელობის კლინიკაში, სადაც 7 თვის ორსული გარდაიცვალა, პირველი კომენტარი გაკეთდა. "პირველების" ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად 16 აგვისტოს დამძიმდა, ის სრულ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა ვერც ქალის და ვერც ნაყოფის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ქალი აცრილი არ ყოფილა. 

პაციენტი ჩვენთან შემოვიდა 27 ივლისს, ის მოვიდა სახლიდან, სხვა დაწესებულებიდან არ გადმოუყვანიათ. მისი სტატუსი ტესტით იყო დადგენილი. ქალი არ იყო აცრილი, თავდაპირველად ის მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში, სადაც პროტოკოლიზებულ მკურნალობას გადიოდა. 12 აგვისტოდან გამოეხატა დესატურაციები - სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა. გახდა ჟანგბადზე დამოკიდებული. თავიდან ჟანგბადის მიწოდება ჩვეულებრივ, ნიღბით, დავიწყეთ. რაზეც საკმაოდ კარგი ციფრები 97-98 %-იანი სატურაცია იყო. მომდევნო დღეებში 16 აგვისტოს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა - ქალი სრულ მართვით სუნთქვაზე გადავიდა. მიუხედავად ჩვენი რეანიმაციული გუნდის მცდელობისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა",- აცხადებენ კლინიკაში.