მკვლელობა წინანდალში - საქმეში მესამე იარაღი გამოჩნდა

18.08.21 13:34
მკვლელობა წინანდალში - საქმეში მესამე იარაღი გამოჩნდა

მუხიანის ტყეში მომხდარ მკვლელობაზე ახალი, მნიშვნელოვანი დეტალი ხდება ცნობილია - გაირკვა, რომ მკვლელობის საქმეში მესამე იარაღი გამოჩნდა.

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი ადასტურებს, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნიკა კენჭოშვილი საკუთარი იარაღით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და “საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. სად არის მესამე იარაღი, უცნობია. 

ამასთან, ტვ პირველი დღეს მკვლელობის უშუალო თვითმიხილველთან, ანზორ შამრელაშვილთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა გამოძიების ოქროს მოწმე საცხოვრებელ სახლში არ დახვდა.