შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები ეკოლოგიური კატასროფის ზღვარზე - შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა

18.08.21 15:26
შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები ეკოლოგიური კატასროფის ზღვარზე - შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა

შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები ეკოლოგიური კატასროფის ზღვარზე - შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა. ინფორმაციას  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ზღვა ნავთობით ქალაქ ნოვოროსიისკთან ,საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან, დაბინძურდა. არსებობს საფრთხის გავრცელების რისკი დიდ ტერიტორიაზე.

ექსპერტები  რუსეთს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ.