საგამოძიებო მოქმედებები წინანდლის ტყეში - პოლიცია მესამე იარაღს ეძებს

18.08.21 03:45
საგამოძიებო მოქმედებები წინანდლის ტყეში - პოლიცია მესამე იარაღს ეძებს

წინანდალში, სადაც სამი ადამიანი მოკლეს, საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. სამართალდამცველები სავარაუდოდ, მესამე იარაღს ეძებენ, რომლითაც 27 წლის ნიკა კენჭოშვილმა ცეცხლი გახსნა. 

"პირველების" ინფორმაციით, სისხლიან გარჩევაში 10-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, თუმცა გომელაურის უწყება მხოლოდ 7 პირზე აპელირებს. 

წინანდალში სისხლიან გარჩევას სამი ადამიანის ნიკა კენჭოშვილის, ვასილ ცოცხალაშვილისა და ზურაბ ზვიადაურის სიციცხლე ემსხვერპლა. 

საქმეზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. "ქართული ოცნების" წევრს 27 წლის ბიჭის მკვლელობას ედავებიან. ერთ-ერთი მოკლული სწორედ ზურაბ ზვიადაურის ძმაა. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ დაკავებული ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რადგან ნიკა კენჭოშვილი განუწყვეტლივ ისროდა.