თავს არ ვცნობ დამნაშავედ - ზურაბ ზვიადაური

17.08.21 21:46
თავს არ ვცნობ დამნაშავედ - ზურაბ ზვიადაური

მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს: 

თავს არ ვცნობ დამნაშავედ, მანდ რაც წერია ასე არ იყო...დანარჩენს ადვოკატები იტყვიან " - განაცხადა ზვიადაურმა სასამართლო პროცესზე. 

ზურაბ ზვიადაურს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დღეს წარუდგინა.

ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს  კი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ. 

მსგავსი სიახლეები