მეც მყავს ძმა და სრულ ჭკუაზეც ამას ვიზამ... - ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ზვიადაურს თავდებში უდგება

17.08.21 22:57
მეც მყავს ძმა და სრულ ჭკუაზეც ამას ვიზამ... - ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ზვიადაურს  თავდებში უდგება

ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი მკვლელობაში ბრალდებულ  ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს, თავდებში უდგება. 

როგორც სპორტსმენმა თელავის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, ზვიადაურს ძეგლი უნდა გაუხსნან: 

19 წელია ვიცნობ ზვიადს. ზურას გამო შემიყვარდა ძიუდო. ჩემთვის საუკეთესო სპორტსმენია. ერთ-ერთი საამაყო და მისაბაძი ადამიანია, ვისაც მე ძიუდოს ისტორიაში ვიცნობ. დღესაც მეხვეწვება ხოლმე და გვეხვეწება, ოღონდ მოინდომეთო. ეს ადამიანი აქ კი არა, ამის ძეგლი უნდა იდგეს. ცრემლი თუ არ მომდიოდეს, შვილებს ვფიცავარ, აქ რომ მომიწია მოსვლა.
მე მცდელობა არ დამჭირდება, ის ისეთ რამეს არ გააკეთებს, რომ მე დამაზიანოს. მე შემიძლია, მე ჩავჯდე აქ და დავჯდები, რამდენი ხანიც გინდათ. ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს. არც კი დამიჯერებია, რომ ამას გააკეთებდა. მეც მყავს ძმა და ჭკუაზე როგორ უნდა იყო, არ ვიცი. მე სრულ ჭკუაზეც ამას ვიზამ... თავდებში ვუდგები ყველაფრით. თუ გინდათ, მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად, ამან თუ რამე დააშავა. ზვიადაური- შენს გულს ვენაცვალე"- განაცხადა სპორტსმენმა.

მსგავსი სიახლეები