სამმაგი მკვლელობის საქმე - ქუცნაშვილის თქმით, მკვლელობის შემდეგ ზვიადაური განყოფილებაში მან მიიყვანა

17.08.21 11:01
სამმაგი მკვლელობის საქმე - ქუცნაშვილის თქმით, მკვლელობის შემდეგ ზვიადაური განყოფილებაში მან მიიყვანა

"ქართული ოცნების" ყოფილი  დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, ამბობს, რომ წინანდალში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ბრალდებული ზურაბ ზვიადაური პოლიციის განყოფილებაში თავად მიიყვანა. 

ქუცნაშვილი სასამართლოს წინაშე ამბობს, რომ ზვიადაური მკვლელი არ არის. ყოფილმა დეპუტატმა თქვა, რომ ბრალდებულს საკუთარ სახლს დაუთმობს: 

დარწმუნებული ვარ, ის მკვლელი არ არის და ტყუილად ზის განსასჯელის სკამზე. მე გაცნობილი ვარ ბრალის დოკუმენტებს და ის კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ბრალი აცდენილია შურისძიების მოტივს. მე შეგნებით ვარ აქ მოსული და არა მეგობრობით. იმ დღიდან ვიცნობ, როცა გახდა ჩემპიონი. 10 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვინც ასეთი ვაჟკაცია. ზურა იქ რომ არ ყოფილიყო, ბევრი ადამიანი მოკვდებოდა. ვიცი, რომ მალე ანგელოზი ეყოლება და თუ დამიძახებს, ვიქნები მისი ნათლია"- თქვა ქუცნაშვილმა. 

მან სასამართლოს შესთავაზა, ზურაბ ზვიადაური დააპატიმროს არა ციხეში, არამედ მის საცხოვრებელ სახლში: 

მე შემიძლია, შევთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზვიადაური იცხოვრებს. მთელს სახლს დავუთმობთ. თუ უფლებას მოგვცემთ, ზურას მეუღლეს იქ მივიყვანთ. ჩემს სახლში მივიყვან, თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველს სართულზე და თუ გავალ, ჩავკეტავ და თუ მივალ, გავაღებ. სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს. სისტემას არ დააწვება ახალი პატიმარის ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი. ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს, მე ვიქნები პასუხისმგებელი"- თქვა ყოფილმა პარლამენტარმა. 

მსგავსი სიახლეები