სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

17.08.21 23:56
სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულ სასამართლომ  მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს, პატიმრობა შეუფარდა. 

 მოსამართლე თამარ კაპანაძემ ასევე პატიმრობაში გაუშვა ზვიადაურის მეგობარი ჯაბა ჯანგირაშვილიც, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის, ძმა, ზვიად ზვიადაურია.

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 27 წლის კენჭოშვილი, რომელმაც ზვიადაურის ძმა და ვასილ ცოცხალაშვილი მოკლა. სროლის შედეგად დაიჭრა ორი პირი. ორივე მათგანი პოლიციამ უკვე გამოკითხა. 

მსგავსი სიახლეები