კოვიდაფეთქება შიდა ქართლში- სოფელ ზერტის მოსახლეობის ნახევარი ვირუსით დაავადდა
კოვიდაფეთქება შიდა ქართლში - სოფელ ზერტში ნახევარი სოფელი კორონავირუსითაა ინფიცირებული. დაავადებულებს შორის არიან ბავშვები და ხანდაზმულები. მაშტაბური ეპიდაფეთქების მიზეზი სამას კაციანი ქორწილია, რომელიც ქართლში ერთი კვირის წინ გაიმართა. ადგილობრივ ხელისუფლებას პრევენციული ზომები ჯერ არ მიუღია. რეგულაციებს არ იცავენ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები. ისინი პირბადის გარეშე გადაადგილდებიან, მგზავრობენ საზოგადფოებრივი ტრანსპორტითაც. სოფელში შესვლა და გამოსვლა ამ დრომდე თავისუფლადაა შესაძლებელი.