რეპრესიების ახალი ტალღა - აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
რეპრესიების ახალი ტალღა - აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს. ზურაბ ცეცხლაძეს დღეს ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში კოლეგებისთვის უნდა წარედგინა, თუმცა ირკვევა, რომ მას სიტყვით გამოსვლის საშუალებაც კი არ მისცეს.
ცეცხლაძე დარწმუნებულია, რომ ეს არის ხელისუფლების შურისძიება, მისი შვილის სამოქალაქო პოზიციის გამო.
ზურაბ ცეცხლაძე ზვიად ცეცხლაძიის მამა, აქტივისტის, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს სათავეში ედგა.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როცა ჩემი შვილის სიცოცხლის ხელყოფით დამემუქრნენ, მე სოციალურ ქსელში მაშინვე განვათავსე განაცხადება, ორჯერ შემომივარდნენ კაბინეტში მუქარებით, უზრდელური განცხადებებით, შეურაცხყოფებით. ფაქტობრივად, აჭარის პროფკავშირების გაერთიანებაში მოხდა ხელისუფლების მმართველობის მიტაცება და გადატრიალება და ეს დაკავშირებულია პირდაპირ ჩემი შვილის და ოჯახის პოლიტიკურ მსოფმხედველობასთან“, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
სამოქალაქო აქტივისტი, ზვიად ცეცხლაძე აცხადებს, რომ მამამისი ფაქტობრივად გამოაგდეს სამსახურიდან და მას ყრილობსი წაყვანის საშუალებაც კი არ მისცეს.
როდესაც ეს აქციები დაიწყო და განსაკუთრებით, მე და ჩემი ოჯახი აქტიურად ჩავერთეთ, უკვე მაშინვე ცალსახა იყო, რომ მამაჩემი ფიზიკურად ვერ გაჩერდებოდა თანამდებობაზე, რადგან ამის საშუალებას არ მისცემდნენ. ის ფაქტობრივად გამოაგდეს სამსახურიდან. ზოგადად, პროფკავშირების უფროსის არჩევა ყრილობაზე ხდება, თუმცა მას ყრილობის წაყვანის საშუალებაც არ მისცეს“, - განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.
საპირისპიროს ამტკიცებს აჭარის საჯარო მომსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე და ცეცხლაძე საკუთარი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაში ადანაშულებს.
მისი თქმით, ეს იყო ყრილობის გადაწყვეტილება, მხარი არ დაეჭირათ ზურაბ ცეცხალძისთვის.
პროფკავშირების ყველაზე მაღალი ორგანო არის ყრილობა, ყრილობამ გადაწყვიტა, რომ მხარი არ დაეჭირა ბატონი ზურაბისთვის. არ აირჩიეს. სხვა რაკურსში გადაიყვანა საუბარი და პროფკავშირულ თემებზე არ საუბრობდა. კარგად რომ არ ემსახურებოდა, იმიტომაც არ აირჩიეს“, - აცხადებს აჭარის საჯარო მომსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ირაკლი ქუთათელაძე.
ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ის სამართლებრივ დავას აუცილებლად დაიწყებს.