სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი პროკურატურამ გაათავისუფლა

20.08.21 13:17
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი პროკურატურამ გაათავისუფლა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი პროკურატურამ გაათავისუფლა. ქალი ტრაილერის მძღოლს ბრალს ჯერ გატაცებაში, შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა. დაზარალებულის უფლებებს ორგანიზაცია "საფარი" იცავს. 

სექსუალური ძალადობის პირდაპირი მცდელობა და უხეში მცდელობა იყო. მეუბნებოდა, როგორ უნდა ეძალადა მას ჩემზე. ფიზიკურად არ შემხებია ის, გარდა იმისა, რომ მოსაწევი შემომაბოლა სახეში, მაგის გარდა მე ფიზიკური კავშირი მასთან არ მქონია, მაგრამ პირდაპირ ჩვენს სქესობრივ აქტს მისახავდა. თავიდან იყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაზე საქმე დაწყებული, ერთი წლის მერე ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქმე დაწყებულიყო სქესობრივი კავშირის იძულებაზე. დაიჭირეს ეს ადამიანი და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, გირაოს საფუძველზე სასამართლომ გამოუშვა, - ამბობს  დაზარალებული. 

ქალი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და ამბობს, რომ ბრალდებულის გათავისუფლებით თავს დაცულად არ გრძნობს.

 

მსგავსი სიახლეები