საველე ჰოსპიტალში პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტები შეიყვანეს

20.08.21 13:28
საველე ჰოსპიტალში პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტები შეიყვანეს

თბილისის დიღმის საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები, 9 კოვიდინფიცირებული,  შეიყვანეს, ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება უკვე დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ჰოსპიტალი უკვე სრული დატვირთვით ამუშავდება. საველე ჰოსპიტალი არის დროებითი დაყოვნების. ანუ ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს პაციენტების სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობ, 2-3 დღის მეტი არ უნდა მოხდეს პაციენტების დაყოვნება. - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია ასევე გამოეხმაურა ორსული პაციენტების დაავადებისა და გაერდაცვალების ფაქტსაც. მისი თქმით, ნებისმიერი ორსულისთვის ახლა ვაქცინაცია უსაფრთხოა. ჯანდაცვის სამინისტრო ორსულ პაციენტებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.