თექვსმეტმა ქართველმა ყოფილმა სამხედრომ ავღანეთი დატოვა - პირველი ფოტოები ადგილიდან

20.08.21 14:19
თექვსმეტმა ქართველმა ყოფილმა სამხედრომ ავღანეთი დატოვა - პირველი ფოტოები ადგილიდან

ავღანეთში მყოფი 16 ყოფილი სამხედრო დღეს ბრიტანელების მიერ უზრუნველყოფილი რეისით დუბაის მიმართულებით გაფრინდებიან და სავარაუდოდ დღესვე, დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში.

ავღანეთში სულ 22 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. ექვსი მათგანი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.