ზვიადაური პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

20.08.21 14:51
ზვიადაური პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური, აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ადვოკატებმა განცხადება თელავის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს. 

ადვოკატი  ტარიელ მურმანიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მოსამართლე თამარ კაპანაძემ აღკვეთ ღონსიძიებად პატიმრობა დაუსაბუთებლად გამოიყენა.

"პირველებმა" გაარკვია რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში: მოსამართლე კაპანაძე წერს, რომ ზურაბ ზვიადაიურის თავდები ორი  სპორტსმენი და ერთი პოლიტიკოსი მომზადებული არ იყო.