სამების საკურთხეველში სასულიერო პირებს პისიარ ტესტის გარეშე არ უშვებენ - შესასვლელს დაცვა აკონტროლებს

20.08.21 15:07
სამების საკურთხეველში სასულიერო პირებს პისიარ ტესტის გარეშე არ უშვებენ - შესასვლელს დაცვა აკონტროლებს

სამების ეკლესიის საკურთხეველში პისიარ ტესტის პასუხის გარეშე ვერც ერთი სასულიერო პირი ვერ შედის. ამბიონზე შესასვლელს დაცვა მკაცრად აკონტროლებს. „პირველებს“ საკათედრო ტაძარში უდასტურებენ, რომ გუშინ, ფერიცხვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ მსახურებაზე პატრიარქის სიახლოვეს არ მიუშვეს ის მღვდლები და ეკლესიის მსახურები ვისაც გასული 24-ი საათის განმავლობაში ტესტირება არ ჰქონდა ჩატარებული.

სამების ტაძრის ერთ-ერთი მსახური ამბობს, რომ ეს პატრიარქის გამო კეთდება, ვინაიდან ის უკვე ხნიერია და გაფრთხილება მართებს. 

ვაქცინაციის ტესტს არავინ ითხოვს, მაგრამ პისიარი ყველა ჩვენთაგანმა უნდა გაიაროს აუცილებლად როცა პატრიარქთან გვაქვს შეხება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატრიარქი არის ასაკში და გვჭირდება გაფრთხილება. კორონა არ ინდობს არავის, არც ახალგაზრდას და არც ასაკოვანს. თუ აქვს რომელიმე სასულიერო პირს ვაქცინაცია გაკეთებული, რა თქმა უნდა, პისიარიც უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ ვაქცინა არ არის გარანტია იმის, რომ მას არ შეეყრება კორონავირუსი. როცა იმნაძე გამოდიოდა და ეკლესიისკენ თითს რომ იშვერდა, ჯობდა გამოსულიყო და სწორად აეხსნათ ადამიანებისთის ვაქცინის უკუჩვენება და დადებითი ჩვენება, - ამბობს სასულიერო პირი.