ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს 5 თვიანი ლოდინის შემდეგ ხვალ აცრიან
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალური დასტური მიიღეს. 30 ხანდაზმულს ვაქცინაციას ხვალ ჩაუტარებენ.
თითქმის 5 თვეა, დავრეგისტრირდით. თვეში ერთხელ გვირეკავდნენ. გვეკითხებიან, გინდათ აცრა? გვინდა. ახლა, როცა პანდემიამ ძალიან შემოგვიტია, შეგვეშინდა. არ ვიცი, რატომ არ მოდიან, ალბათ, თავს ვერ აბამენ. - აცხადებს თავშესაფრის ერთ-ერთი ბენეფიციარი.
დახმარება მედიას ქრონიკული დაავადებების მქონე მოხუცებმა დღეს თხოვეს. ხურვალეთის თავშესაფრის დირექტორის თქმით, თუ რომელიმე მათგანს ვირუსი დაუდასტურდება, მაშინ 30-ივეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.