წყალტუბოში 80 წლის ქალი ამორტიზირებული კიბიდან გადავარდა და სარდაფში ჩავარდა

20.08.21 15:18
წყალტუბოში 80 წლის ქალი ამორტიზირებული კიბიდან გადავარდა და სარდაფში ჩავარდა

წყალტუბოში, სასტუმრო ,,თბილისში",  80 წლის ქალი ამორტიზირებული კიბიდან გადავარდა და სარდაფში ჩავარდა. ქალბატონი  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანა.  

სანატორიუმ თბილისის მობინადრეების განცხადებით, შენობა 20 წელია, ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა ხელისუფლება  დევნილების გაყვანას ამ სანატორიუმიდან ამ დრომდე ვერ ახერხებს.

7 წლის წინ ამ სანატორიუმში მცხოვრები 53 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.  ის ავარიული კიბიდან გადავარდა და დაიღუპა.