სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა, სწავლა კლასებში განახლდეს

20.08.21 15:53
სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა, სწავლა კლასებში განახლდეს

იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა, სწავლა კლასებში განახლდეს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, მსგავსი სკოლები "უსაფრთხო" სტატუსს მიიღებენ.

უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს იმ შემთხვევაში, თუ იქ მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება. იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია, დაიწყოს დასწრებული სწავლა. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით", - ამბობს გამყრელიძე.