ელენესნაირი ენერგიული, კომპეტენტური დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს - ნიკა მელია

20.08.21 17:09
ელენესნაირი ენერგიული, კომპეტენტური დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს - ნიკა მელია

ელენე ხოშტარია დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში გლდანის რაიონში და იქნება მაჟორიტარი დეპუტატი გლდანის რაიონიდან.  ეს ყველაფერი სჭირდებათ მუხიანელებსაც, ავჭალელებსაც და გლდანელებსაც. ელენესნაირი ენერგიული დეპუტატი და შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს ქომაგად. ამიტომ, წარმატებები ელენეს და წარმატებები მთელს გლდანის რაიონს - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, გლდანში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მან შეკრებილ საზოგადოებას გლდანის მაჟორიტარობის კანიდატი, ელენე ხოშტარია წარუდგინა. 

როგორც მელიამ აღნიშნა,  სწორედ ელენე ხოშტარიასნაირი ენერგიული ადამიანი სჭირდება გლდანის რაიონს. 

შარშან, მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციამ  დამაჯერებლად გაიმარჯვა.  მიუხედავად იმისა, რომ გლდანში ბიძინა ივანიშვილის მოყვანაც კი დასჭირდათ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მაინც წააგეს. ასევე იქნება წელს - ელენე ხოშტარია დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში - ამბობს ნიკა მელია.

პირველივე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია ელენე ხოშტარიაც. 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სიის პირველი ნომერი კი არ ვიყო, არამედ, უშუალოდ ვიყო ამ მებრძოლ ხალხთან ერთად და ამ უბანში დავდოთ გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითი და ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი, რომ პირველივე ტურში გლდანმა გამოაცხადოს გამარჯვება.“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, გლდანმა აჩვენა ძალიან დიდი ბრძოლისუნარიანობა 2020-ის უმძიმეს არჩევნებში, სადაც იყო ფიზიკური ანგარიშსწორება ადამიანებზე.

მოუგო ,,ქართულ ოცნებას", ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვების სიმბოლო. ეს გამარჯვება არ მოდის მხოლოდ პოლიტიკოსების ხარჯზე, ეს გამარჯვება მოდის ხალხის შემართების და ბრძოლის ხარჯზე“- თქვა ხოშტარიამ.