ოქრო, ძვირფასი ნივთები და ტექნიკა - ლომბარდები რეკორდულ მოგებაზე არიან

20.08.21 17:14
ოქრო, ძვირფასი ნივთები და ტექნიკა - ლომბარდები რეკორდულ მოგებაზე არიან

ოქრო, ძვირფასი ნივთები, ტექნიკა და ჭურჭელიც კი - ლომბარდები რეკორდულ მოგებაზე არიან. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 58 მილიონი ლარის სარგებელი ნახეს. ლომბარდებზე მოთხოვნის გაზრდა კი პირდაპირი მაჩვენებლია იმის, რომ ქვეყანაში ათასობით ადამიანი სიღარიბის ზღვარზეა. 

ეკონომიკის ექსპერტები მიზეზად არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.  

მძიმე სოციალური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, გაჭირვებულია ხალხი და იძულებულია, რომ ისარგებლოს ყველაზე უფრო რისკიანი სესხებით. თუ ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდა, ადამიანებს დასჭირდებათ ყოველთვის რაღაც ლიკვიდური სახსრები და იძულებულები იქნებიან, ყველაზე უფრო რისკიან მსესხებლებთან მივიდნენ, მითუმეტეს მაშინ, როცა ბანკებიდან სესხების წამოღება გაურთულა ეროვნულმა ბანკმა, სხვა გზა რომ არ არის, ისეთ მდგომარეობაში რომ მიდის ადამიანი სესხის ასაღებად. პირდაპირი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს იმით, რომ, ადამიანების კლეთილდღეობი გაზრდა მათი პრიორიტეტი არასდროს ყოფილა, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი, გიგა ბედინეიშვილი.